среда, 6 декабря 2017 г.

გვარამია: კრიშაზე რატო ავიდა ხო? დრო მოიგო ხალხის შესაკრებად

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს  სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

"კრიშაზე რატო ავიდა ხო? მაგ კრიშამ ქნა ეს ყველაფერი (დრო მოიგო ხალხის შესაკრებად) და მაგ კრიშა დაამხობს დამპალ ოლიგარქიას უკრაინაში, თქვე ტრაკში პერო სირისტაიანებო! 
იღლიცინეთ ახლა "მიჰა ჰამოდი" თქვენს კლავიატურებთან, ლუზერებო. ის გენიოსი კი აზანზარებს 50 მილიონიან ქვეყანას, სადაც ნულიდან დაიწყო სულ რაღაც სამი წლის წინ", - წერს გვარამია.

მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა ის მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა და მხარდამჭერებს მაიდანზე მშვიდობიანი აქციის გამართვისკენ მოუწოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა მას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.

info9.ge

„დამშვიდდით, ჯვარს მალე, სამებაშიც დავიწერთ“

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩოხებში გამოწყობილი მამაკაცების ქორწილი იყო აღბეჭდილი. 

ორგანიზაცია LGBT საქართველოს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით მიხეილ შუბლაძე ნიუ იორკში დაქორწინდა. 

შუბლაძეს და მის რჩეულს საქორწინო ცერემონიაზე ჩოხები აცვიათ.
ამ ფაქტს სოციალური ქსელის მომხარებელი, ამო ბოლქვაზე ეხმაურება და წერს: „დამშვიდდით, ჯვარს მალე, სამებაშიც დავიწერთ“.

info9.ge

სახალხო დამცველის კვლევა პენიტენციური ჯანმრთელობის უფლების დაცვის მდგომარეობაზე

2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის უფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მომზადებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული კვლევა მოიცავს სოციოლოგიურ გამოკითხვას, რომელშიც 943 პატიმარმა მიიღო მონაწილეობა, ასევე სამედიცინო პერსონალთან სპეციალური კითხვარის საფუძველზე გასაუბრებას, ფოკუს ჯგუფს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებთან, სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, სამართლებრივი ბაზის ანალიზს და დაწესებულებებში არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის შეფასებას. 

კვლევის ძირითადი ამოცანა იყო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პირობების პატიმართა ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შეფასება, პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხის შესწავლა, სერვისების შესახებ პატიმართა ინფორმირებულობისა და ამ სერვისებით კმაყოფილების დონის დადგენა. კვლევა ასევე მიზნად ისახავდა 2013 წლიდან პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების ზეგავლენის შეფასებას. 

კვლევის ანგარიშში დადებითად არის აღნიშნული 2013 წლიდან პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით გატარებული არაერთი რეფორმა, რომელმაც ხელი შეუწყო პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას, რასაც სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს. მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ პატიმართა რაოდენობა, რომელიც პენიტენციური ჯანდაცვის სერვისებს უარყოფითად აფასებს. თუ 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მიღებულ სამედიცინო მომსახურებას უარყოფითად გამოკითხულ პატიმართა 72% აფასებდა, ბოლო კვლევის მიხედვით, მიწოდებული მომსახურებით უკმაყოფილო პატიმართა რიცხვი 15-დან 22%-მდე მერყეობს. (გამოკითხულმა პატიმრებმა ცალ-ცალკე შეაფასეს პენიტენციურ დაწესებულებებში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაწეული მომსახურება). გამოკითხულ პატიმართა 12,5-დან 25,7 %-მდე მომსახურებას არც დადებითად და არც უარყოფითად არ ახასიათებს ან უჭირს პასუხის გაცემა, პატიმართა 72,6 % დადებითად აფასებს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაწეულ სერვისს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების და პენიტენციური დაწესებულებების შემთხვევაში კი - შესაბამისად 44,8 %, და 59,2%. 

კვლევის შედეგების თანახმად, მიუხედავად პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და გამოწვევა რჩება. პრობლემათა შორის სახელდება სომატური და ფსიქიკური დაავადებების სკრინინგული გამოკვლევების არასრულფასოვნება, პატიმრობის პირობების უარყოფითი გავლენა პატიმართა ფსიქიკურ და სომატურ ჯანმრთელობაზე, სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა და არასათანადო სამუშაო პირობები (პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალი პრაქტიკულად „ინფორმაციულ იზოლაციაში“ იმყოფება, რაც ხელს უშლის მათ პროფესიულ განვითარებას და აისახება მიწოდებული მომსახურების ხარისხზე), ზოგიერთი ექიმ-სპეციალისტის სათანადო პერიოდულობის ვიზიტის უზრუნველყოფა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზების გარკვეული ხარვეზები. 

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პატიმართა ჯანმრთელობის უფლების დაცვის სათანადო ხარისხის მისაღწევად აუცილებელია პენიტენციურ დაწესებულებებში, განსაკუთრებით დახურული ტიპის დაწესებულებებში, გარემოს გაჯანსაღება, პრევენციული ჯანდაცვის მოდელის დამკვიდრება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სათანადო ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა, სუფთა ჰაერზე ყოფნისა და ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობების გაზრდა და ამ გზით პატიმრობის პირობების შემსუბუქება.

ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს პენიტენციური ჯანდაცვის ტვირთის შემცირებას და პენიტენციური სისტემის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართვის მოდელის განმტკიცებას. 

info9.ge

ჯეიმს კემერონმა ფილმ "ტიტანიკის" ფინალთან დაკავშირებულ ფანატების მრავალწლიან კამათს წერტილი დაუსვა

ჯეიმს კემერონმა ფილმ "ტიტანიკის" ფანატებს საბოლოო პასუხი გასცა ფილმის ბოლოს არსებულ სცენასთან დაკავშირებით სადაც საუბარია, შეეძლო თუ არა დი კაპრიოს გმირს გადარჩენა. 
კემერონის სიტყვებით თანახმად, ხის კედლის ფრაგმენტზე, რომლის წყალობითაც გადარჩა ქეით უინსლეტის გმირი, მართლაც არსებობდა ადგილი ჯეკისთვის (დი კაპრიო), მაგრამ წონის გამო ორივე ვერ დარჩებოდა ზედაპირზე.

რეჟისორი ყვება, რომ ტრაგიკული სცენის გადასაღებად ის რამდენიმე დღე ეძებდა ხის საჭირო ფრაგმენტს, რომელიც შეესადაგებოდა მოთხოვნებს, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს გაუძლებდა სამი საათის განმავლობაში.

ამასთანავე კინემატოგრაფისტმა ხაზი გაუსვა, რომ დი კაპრიოს პერსონაჟს არამხოლოდ "ფიზიკის კანონების", არამედ "სამხატვრო" მიზეზებითაც არ ჰქონდა გადარჩენის შანსი. მან აღნიშნა, რომ ჯეკი თუ არ ჩაიძირებოდა, მაშინ მას საკვამური მილი დაეცემოდა.

"თუ ის გადარჩებოდა, ფილმის ბოლო უაზრო იქნებოდა. ეს არის ფილმი სიკვდილზე და განშორებაზე. ის უნდა მომკვდარიყო", - განაცხადა კემერონმა Vanity Fair-სთან ინტერვიუს დროს.

ფილმი "ტიტანიკი" ეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა, მიიღო "ოსკარის" 11 პრემია, რომელიც მოიცავდა საუკეთესო ფილმის წოდებას და საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევარს, ასევე ოთხი პრემია "ოქროს გლობუსი" და ხუთი "გრემი".

info9.ge

პარლამენტარის განცხადებით, სააკაშვილი დაფინანსებას რუსული ძალებისგან იღებს


საქართველოს პარლამენტის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წამოსულმა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სააკაშვილი დაფინანსებას რუსული ძალებისგან იღებს.
„პირველთან“ ქანთარიამ არნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა რაც გააკეთა იმის შედეგებს იმკის.

„საქმეა აღძრული და ყველაზე მთავარი ისაა, რომ სააკაშვილი დაფინანსებას, როგორც ჩანს, რუსეთის ძალებიდან იღებს. ამის დამტკიცება , რა თქმა უნდა, სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ბოლო ხანში, როგორც ისჯება რუსეთს ხელს აძლევს აშკარაა. ჟირინოვსკის ნათქვამიც მიშიკოსგან ხელები შორსო, მგონი ამ ფორმატში შეგვიძლია განვიხილოთ. დანარჩენი პროცესი კი აჩვენებს, რომ მთავარი შეცდომა მაინც ის იყო, რომ უკრაინამ მეგობარი ქვეყნის ძებნილი ჯერ მრჩევლად, შემდეგ კი გუბერნატორად დანიშნა და აი, ახლა ამ ყველაფრის შედეგებს იმკის“, - განაცხადა ქანთარიამ.

უკრაინის გენერალური პროკურატურა ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ბრალს სამი მუხლით უყენებს. ამის შესახებ გენპროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა. სააკაშვილს ბრალი შემდეგი მუხლებით წაუყენეს: „თავდასხმა“, „დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად“ და „დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევა და მისი დანაშაულის დაფარვა“, – წერს სარგანი ტვიტერზე.

სააკაშვილის ძებნა უკრაინის ეროვნული პოლიციის ოპერატიულ ქვედანაყოფებსა და უშიშროების სამსახურს დაევალა, – აცხადებს ლარისა სარგანი.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა გუშინ გამოაცხადა. საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილი დაკითხვაზე არ მივა.

pia.ge